ტრამპის მიგრაციული პოლიტიკა

აშშ-ს პრეზიდენტის მკაცრი საიმიგრაციო პოლიტიკის პირობებში იმიგრატებისთვის ამერიკული ოცნების ახდენა სულ უფრო მიუღწეველი ხდება.

ამჯერად დონალდ ტრამპს ამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუციის იმ შესწორების გადახედვა სურს, რომელიც ამერიკაში დაბადებულ ბავშვებს მოქალაქეობას ანიჭებს.

ტრამპი, დაბადების ადგილის მიხედვით მოქალაქეობის მინიჭების პოლიტიკას უგუნურს და სასაცილოს უწოდებს და ამბობს, რომ ის ქვეყნის ბიუჯეტს ძვირი უჯდება.