კორონავირუსის სწრაფი გავრცელების შესაკავებლად, მთავრობის მიერ შემუშავებული რეგულაციების სქემა რამდენიმე ეტაპს მოიცავს –
28 ნოემბრიდან – 31 იანვრის ჩათვლით ქვეყნის მასშტაბით იზღუდება:
▶ 21:00 საათიდან 05:00 საათამდე პირთა გადაადგილება როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით, ასევე საჯარო სივრცეში ყოფნა; გამონაკლისი იქნება ახალი წლის ღამე – 31 დეკემბრის და ასევე შობის – 6 იანვრის ღამე;
▶ მგზავრების რეგულარული საქალაქთაშორისო გადაყვანა, მათ შორის – რკინიგზით, ავტობუსით, სამარშრუტო ტაქსით. მსუბუქ ავტომობილებზე, მათ შორის ტაქსებზე, არ წესდება შეზღუდვა;
▶ რესტორნები და კვების ობიექტები მთლიანად გადადიან გატანის სერვისზე.
▶ ფიტნეს დარბაზებისა და საცურაო აუზების მუშაობა;
▶ ყველა სახის კონფერენციის, ტრენინგის, კულტურული, გასართობი ღონისძიებების ჩატარება – დასაშვებია მხოლოდ ონლაინფორმატით.
▶ სპორტული, სახელოვნებო და კულტურული წრეების/სტუდიების საქმიანობა.
3. სათხილამურო კურორტზე ასევე:
▶ სასტუმროების მუშაობა დასაშვებია მხოლოდ საკარანტინო სივრცეების მოსაწყობად;
▶ასევე, ჩერდება სათხილამურო ტრასებისა და სათხილამურო საბაგიროების ფუნქციონირება.
4. 24 დეკემბერი – 2 იანვრის პერიოდში ხდება შეზღუდვების შემსუბუქება
ქვეყნის მასშტაბით:
▶ იმუშავებენ სავაჭრო ცენტრები, ღია და დახურული ბაზრობები;
▶ აღდგება როგორც მუნიციპალური, ისე – საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა.
3 იანვარი – 15 იანვრის პერიოდში
▶ ცხადდება უქმე/დასვენების დღეები;
▶ აღდგება ყველა ის შეზღუდვა, რომელიც მოქმედებდა 28 ნოემბრიდან 24 დეკემბრამდე პერიოდში;
▶ არ მუშაობს საჯარო და კერძო დაწესებულება, გარდა ბანკებისა და სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებისა და სერვისებისა.
რაც შეეხება 16 იანვრიდან – 31 იანვრამდე პერიოდს –
ქვეყნის მასშტაბით:
▶ აღდგება მუნიციპალური და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა, სავაჭრო ობიექტებისა და ღია და დახურული ბაზრობების მუშაობა (გარდა შაბათ-კვირისა).
▶ შაბათ-კვირას ტრანსპორტი, სავაჭრო ობიექტები და ბაზრობები აჩერებენ მუშაობას.