გამკაცრებული რეგულაციები საქართველოში

კორონავირუსის სწრაფი გავრცელების შესაკავებლად, მთავრობის მიერ შემუშავებული რეგულაციების სქემა რამდენიმე ეტაპს მოიცავს –

 28 ნოემბრიდან – 31 იანვრის ჩათვლით ქვეყნის მასშტაბით იზღუდება:

▶ 21:00 საათიდან 05:00 საათამდე პირთა გადაადგილება როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით, ასევე საჯარო სივრცეში ყოფნა; გამონაკლისი იქნება ახალი წლის ღამე – 31 დეკემბრის და ასევე შობის – 6 იანვრის ღამე;

▶ მგზავრების რეგულარული საქალაქთაშორისო გადაყვანა, მათ შორის – რკინიგზით, ავტობუსით, სამარშრუტო ტაქსით. მსუბუქ ავტომობილებზე, მათ შორის ტაქსებზე, არ წესდება შეზღუდვა;

▶ რესტორნები და კვების ობიექტები მთლიანად გადადიან გატანის სერვისზე.

▶ ფიტნეს დარბაზებისა და საცურაო აუზების მუშაობა;

▶ ყველა სახის კონფერენციის, ტრენინგის, კულტურული, გასართობი ღონისძიებების  ჩატარება – დასაშვებია მხოლოდ ონლაინფორმატით.

 

▶ სპორტული, სახელოვნებო და კულტურული წრეების/სტუდიების საქმიანობა.

3. სათხილამურო კურორტზე ასევე:

▶ სასტუმროების მუშაობა დასაშვებია მხოლოდ საკარანტინო სივრცეების მოსაწყობად;

▶ასევე, ჩერდება სათხილამურო ტრასებისა და სათხილამურო საბაგიროების ფუნქციონირება.

 

4. 24 დეკემბერი – 2 იანვრის პერიოდში ხდება შეზღუდვების შემსუბუქება 

ქვეყნის მასშტაბით:

▶ იმუშავებენ სავაჭრო ცენტრები, ღია და დახურული ბაზრობები;

▶ აღდგება როგორც მუნიციპალური, ისე – საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა.

 

3  იანვარი – 15 იანვრის პერიოდში

▶ ცხადდება უქმე/დასვენების დღეები;

▶ აღდგება ყველა ის შეზღუდვა, რომელიც მოქმედებდა 28 ნოემბრიდან 24 დეკემბრამდე პერიოდში;

▶ არ მუშაობს საჯარო და კერძო დაწესებულება, გარდა ბანკებისა და სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებისა და სერვისებისა.

 

რაც შეეხება 16 იანვრიდან – 31 იანვრამდე პერიოდს –

ქვეყნის მასშტაბით:

▶ აღდგება მუნიციპალური და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა, სავაჭრო ობიექტებისა და ღია და დახურული ბაზრობების მუშაობა (გარდა შაბათ-კვირისა).

▶ შაბათ-კვირას ტრანსპორტი, სავაჭრო ობიექტები და ბაზრობები აჩერებენ მუშაობას.

დატოვე კომენტარი