„გამარჯვებული საქართველოს“ წევრები ანდრიუს კუბილიუს შეხვდნენ

„გამარჯვებული საქართველოს“ გენერალური მდივანი კოტე კემულარია და პარტიის საერთაშორისო ურთიერთობების მდივანი ანა რეხვიაშვილი,  ევროპარლამენტის წევრს, „ევრონესტის“ საპარლამენტო ასამბლეის თანათავმჯდომარეს, ანდრიუს კუბილიუს შეხვდნენ.

საუბარი შეეხო ირაკლი ოქრუაშვილის პატიმრობის საკითხს. კოტე კემულარიას თქმით, ირაკლი ოქრუაშვილი უკანონო პატიმარია, ევროპარლამენტში ამ თემას სწავლობენ და შესაბამისად „ევრონესტის“ საპარლამენტო ასამბლეის თანათავმჯდომარეს თავიანთი პოზიცია გააცნეს.