სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიურომ, ირაკლი ოქრუაშვილის მიერ წარდგენილ დოკუმენტზე ხალვაშის ხელმოწერა არ დაადასტურა.
განცხადება ოქრუაშვილის თანაპარტიელებმა გააკეთეს, რომლებმაც ექსპერტის დასკვნა არაობიექტურად შეაფასეს. საუბარია ბერლინში, 2010 წლის თებერვალში გაფორმებულ დოკუმენტზე, რომლითაც ოქრუაშვილი ამტკიცებს, რომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის შეძენისას, ხალვაში ნომინალურ ფიგურას წარმოადგენდა და რეალური მფლობელი თავად იყო. როგორც პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ წარმომადგენლები ამბობენ, ექსპერტიზის დასკვნა ზედაპირულია, ხალვაშის მხარის მიერ წარდგენილ ქსეროასლების და არა ნოტარიული წესით წარდგენილ დოკუმენტების მიხედვით მომზადდა და ისინი ითხოვენ განმეორებითი ექსპერტიზა საზრღვარგარეთ ჩატარდეს. ასევე მათი კიდევ ერთი არგუმენტი ისაა, რომ საერთაშორისო ექსპერტების სამი დასკვნა აქვთ, სადაც ქიბარ ხალვაშის ხელმოწერა დასტურდება.