გახმაურებული მკვლელობის საქმე, რომლის ყველა ფიგურანტი უკვე დაკავებულია. დავით მუმლაძის, იგივე ზურაბ დადეშელის მკვლელობის საქმეზე ბრალდებული მე-6 პირი, ზურაბ ჯღარკავა, იგივე ზურაბ ბარბაქაძე პატიმრობაში რჩება. ასეთია რუსთავის სასამართლოს გადაწყვეტილება. როგორც ირკვევა, გარდაცვლილს და მკვლელობის საქმეზე ბრალდებულების ნაწილს, ევროპის ქვეყნებიდან რამდენიმე დეპორტაციის შემდეგ, სახელები და გვარები შეცვლილი ჰქონდათ.
ერთ-ერთი ვერსიით, კონფლიქტი გარდაცვლილსა და ბრალდებულებს შორის სწორედ ევროპის ერთ-ერთი ქვეყანაში, წლების წინ დაიწყო. შეგახსენებთ, რომ 35 წლის დავით მუმლაძის ცხედარი რუსთავში მტკვარმა გასული წლის 5 ოქტომბერს გამორიყა.
ცხელ კვალზე პოლიციამ ორი მოქმედი და ერთი ყოფილი სამართალდამცველი, ასევე გარდაცვლილის ორი მეგობარი დააკავა.