გახსნილი დანაშაული

არასრულწლოვნის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი წამების ფაქტზე მისი მამინაცვალი და დედა დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ არასრულწლოვანს დედა და მამინაცვალი დასჯის მიზნით აწამებდნენ, ისინი ბრალდებულების სახით თბილისში დააკავეს. გამოძიების ფარგლებში დანიშნულია ექსპერტიზა და ტარდება საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები. არასრულწლოვანი თავის მცირეწლოვან ძმასთან ერთად უსაფრთხო ადგილზეა გადაყვანილი. დანაშაული 9-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.