გახსნილი დანაშაული

შსს-მ სხვისი ნივთის დაზიანების ბრალდებით, 1991 წელს დაბადებული ერთი პირი დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 23 ივლისს, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ბრალდებულმა, კერძო სარგებლობაში არსებული ავტომობილი დააზიანა. დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.