გახსნილი დანაშაული

შსს-მ სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ ჩადენილი ქურდობის ბრალდებით, თბილისში უკრაინის მოქალაქე დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული უკანონოდ დაეუფლა დაზარალებულის კუთვნილ ავტომობილს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.