გაერთიანებული სამეფო დედოფალ ელისაბედ მეორეს გლოვობს. მსოფლიო მედიის ყურადღება ახლა ლონდონისკენ არის მიმართული. ბუკინგემის სასახლეში მეფე ჩარლზ მესამეს ელოდებიან, რომელმაც მოქალაქეებს საგანგებო განცხადებით უნდა მიმართოს.
ასევე განცხადებას აკეთებს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი.