სალომე ზურაბიშვილი ელისაბედ მეორის დაკრძალვას დაესწრება

საქართველოს პრეზიდენტი ელისაბედ მეორის დაკრძალვის ცერემონიას დაესწრება. მანამდე, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ხვალ სალომე ზურაბიშვილი დედოფლის სამოქალაქო პანაშვიდზე მივა და მეფე ჩარლზ III-ის სახელით გამართულ მიღებასაც დაესწრება.

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის თემთა პალატის სპიკერსაც შეხვდება.