გადაუდებელი დახმარების ცენტრის ავტოპარკი განახლდა

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ავტოპარკი განახლდა.

ცენტრს 17 ახალი, ევროსტანდარტების შესაბამისი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილი შეემატა. თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილი მანქანით ნებისმიერი სიმძიმის პაციენტისთვის პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების აღმოჩენაა შესაძლებელი. ცერემონიაზე ჯანდაცვის მინისტრმა სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომელთა სამუშაო პირობების გაუმჯობესების მიზნით გადადგმულ ნაბიჯებზე ილაპარაკა.