განცხადება ჯანდაცვის სამინისტროში

„სასწრაფო სამედიცინო დახმარება საქართველოს ყველა მოქალაქისთვის და საქართველოში ჩამოსული სტუმრებისთვის არის და იქნება უფასო,“ – ამის შესახებ განცხადება ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ გააკეთა. ილია ღუდუშაურის თქმით, სხვადასხვა მედიასაშუალების მიერ გავრცელდა ინფორმაცია, რომ სასწრაფო დახმარების მომსახურებაზე ფასი დაწესდება, რაც მისივე თქმით, სიმართლეს არ შეესაბამება. მინისტრის მოადგილე განმარტავს, რომ საქმე ეხება კერძო სადაზღვევო კომპანიებისთვის შეთავაზებულ დამატებით არასტანდარტულ მომსახურებას, თუმცა აღნიშნულის შესახებ გადაწყვეტილება მიღებული ჯერჯერობით არ არის.