მომსახურების სააგენტოს ავტოპარკი 45 ავტომობილით განახლდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში განახლებული ავტოპარკის წარდგენის ღონისძიება გაიმართა. სააგენტომ მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდისთვის 45 ახალი ავტომობილი შეიძინა. ახალი ავტომობილები თანამედროვე GPS
სისტემებითაა აღჭურვილი და საქართველოს მასშტაბით 10 ქალაქში, მომსახურების სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულებში გადანაწილდება. ახალი ავტომობილების შეძენა უზრუნველყოფს პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე გამსვლელი კანდიდატებისთვის დამატებითი ადგილების გამოყოფას. ღონისძიების ფარგლები, სტუმრები განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებს გაეცნენ, რომლებიც ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას ემსახურება.