აქცია კანცელარიასთან

სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლები, პროფკავშირებთან ერთად, მთავრობის კანცელარიასთან აქციას მართავენ. ექიმები, ექთნები და მძღოლები ხელფასების მატებასთან ერთად, ღირსეულ სამუშაო პირობებს ითხოვენ. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, გასულ კვირებში ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე შეთანხმებას ვერ მიეღწია, რის შემდეგაც აქციების გაგრძელების გადაწყვეტილება მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე მიიღეს. მათი თქმით, ერთი თვეა, მოეხსნათ დანამატი, რომელსაც სახელმწიფო კოვიდპროგრამის გათვალისწინებით გასცემდა, გამოძახების სტატისტიკა კი არ შეცვლილა.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლები ამ მოთხოვნებით საპროტესტო აქციებს თვეზე მეტია, პერიოდულად სხვადასხვა უწყებებთან მართავენ.