უამინდობის გამო ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ფრენები გადაიდო. დღეს საღამოს დაგეგმილი იყო ორი ავიარეისი კიევისა და სტამბულის მიმართულებით, თუმცა, ფრენები ვერ განხორციელდა. მგზავრებს რეგისტრაციის გავლისა და თვითმფრინავებში ჩასხდომის შემდეგ გამოუცხადეს, რომ რეისები ვერ შესრულდებოდა და უკანვე ჩამოიყვანეს.
აეროპორტში მიზეზად ძლიერს ქარს ასახელებენ და აცხადებენ, რომ ფრენები ხვალ შესრულდება. მგზავრთა ნაწილი უკვე სასტუმროებში გადაჰყავთ.