ხუთი წლის წინ ხმაურზე მიღებული კანონი მწვავე კრიტიკის მიზეზი ხდება.
თბილისის მერიას მოქალაქეები კანონმდებლობის კიდევ უფრო გამკაცრებისკენ მოუწოდებენ. მუნიციპალურ ინსპექციაში საჩივრების რაოდენობა სულ უფრო იზრდება. მთავარი პრეტენზია 2017 წელს დადგენილი რეგულაციების აღსრულებას უკავშირდება. დასაშვებ ნორმაზე მეტი ხმაურის შემთხვევაში მოქალაქეები შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებს იძახებენ, თუმცა როგორც ირკვევა, ფაქტის დაფიქსირება რთულია. ცალკე პრობლემაა დაბალი ჯარიმები, რის გამოც ობიექტების ნაწილი კანონის დარღვევას არ ერიდება.