ფერისცვალების დღესასწაულთან დაკავშირებით თბილისის ზღვაზე ორკილომეტრიანი გაცურვა-მარათონი გაიმართა.
ღონისძიება გამაჯანსაღებელი კლუბი „აია-არგოს“ ორგანიზებით ჩატარდა.
მარათონს 20-მდე მონაწილე ყავდა, მათ 2-კილომეტრიანი მანძილი ცურვით დაფარეს.
ორგანიზატორების განცხადებით, ღონისძიება მომავალში ტრადიციულ სახეს მიიღებს.