კანონდარღვევით გაყიდული წამლები. ქვეყნის მასშტაბით, 30-მდე აფთიაქში ფსიქოტროპული მედიკამენტები რეცეპტის გარეშე გაიცემოდა. საგამოძიებო უწყების მიერ ჩატარებული მონიტორინგი ჩხრეკითა და სისხლის სამართლის საქმის აღძვრით დასრულდა. ათეულობით ადამიანს პასუხისგებაში მიცემა, შემოწმებულ აფთიაქებს კი საქმიანობის შეწყვეტა ემუქრება. გავრცელებული ინფორმაციით, ზოგიერთი აფთიაქი ფსიქოტროპულ პრეპარატებს სპეციალური სამალავებიდან ყიდდა.