თამბაქოს ნაწარმით უკანონო ვაჭრობა

ქვეყანაში ბოლო წლებში თამბაქოს ნაწარმით უკანონო ვაჭრობის შემთხვევების მცირედით ზრდა ფიქსირდება. განცხადება ამის შესახებ დარგის ექსპერტებმა სამუშაო შეხვედრაზე გააკეთეს, რომლის მიზანიც თამბაქოს უკანონო ვაჭრობის აღმოფხვრის პროტოკოლის ძალაში შესვლის ხელშეწყობა იყო. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საერთაშორისო გამოცდილებას და პროტოკოლთან მიერთების დადებით მხარეებს. განისაზღვრა პროტოკოლთან მიერთებისთვის საჭირო შემდგომი ღონისძიებები. აღნიშნული პროტოკოლი უკვე მოქმედებს 64 ქვეყანაში. საქართველოს მიერთება მნიშვნელოვანია ევროკავშირისთვის, რათა მისი საზღვრები დაცული იყოს საქართველოდან თამბაქოს კონტრაბანდული ნაწარმის შესვლისგან.

როგორც ექსპერტებმა აღნიშნეს, პროტოკოლთან მიერთება საქართველოს შესაძლებლობას მისცემს, გაიზიაროს სხვა ქვეყნების გამოცდილება, მიიღოს ტექნიკური დახმარება, გაამკაცროს ადმინისტრირება და კორუფციასთან ბრძოლა, რისი განსაკუთრებული საჭიროებაც არის კონფლიქტურ რეგიონთან, აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე, საიდანაც კონტრაბანდული თამბაქოს ნაწილი შემოდის.