აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვის ფაქტები

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვის სამი ფაქტი გამოავლინა. უწყების ინფორმაციით, საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ქალაქ თბილისში, დანაშაულში მხილებული პირებისაგან ამოღებულია ე.წ. ელექტროსიგარეტისთვის განკუთვნილი 2 230 კოლოფი უაქციზო თამბაქოს ნაწარმი, რომლის საერთო საბაზრო ღირებულება 13 000 ლარს აღემატება. მიმდინარეობს ძიება.