თამბაქოს რეალიზაციის ახალი წესი

დღეიდან, საქართველოში თამბაქოს ნაწარმის რეალიზაცია მხოლოდ სადა, სტანდარტიზებული შეფუთვით იქნება ნებადართული. მიზანი თამბაქოს ნაწარმის მიმზიდველობის შემცირებაა, განსაკუთრებით მოზარდებსა და ახალგაზრდებში. კანონის თანახმად, ყველა ბრენდი ვალდებულია გამოიყენოს ერთიანი, სტანდარტული ფერის შეფუთვა, რომელზეც მითითებული იქნება მხოლოდ ბრენდისა და ქვესახეობის დასახელება, სამედიცინო გაფრთხილებებისა და სხვა აუცილებელი ინფორმაციის თანხლებით. თამბაქოს კონტროლის ცენტრის დირექტორის თქმით, ცვლილებები არ ეხება გასახურებელ თამბაქოსა და ელექტრო სიგარეტებს. დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში რეალიზატორი კომპანია 5000 ლარით დაჯარიმდება.