ყოველწლიურ ანგარიშს აქვეყნებს ორგანიზაცია „ფრიდომ ჰაუსი“. საქართველოს ამ ანგარიშში 100-დან 35 ქულა აქვს მინიჭებული. დოკუმენტი 29 ქვეყანაში აფასებს დემოკრატიის მდგომარეობას. საქართველო შეფასებულია როგორც გარდამავალი ან ჰიბრიდული რეჟიმი. წინა წელთან შედარებით, შეფასება ერთი ქულით არის შემცირებული. ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2022 წელს შემცირებულია საქართველოს ეროვნული დემოკრატიული მმართველობის ინდექსი, რისი მიზეზიც არის 19 აპრილის შეთანხმების ჩავარდნა და ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის გამწვავება მმართველი პარტიისა და ოპოზიციის აქტორების ქმედებების გამო. ამავე ანგარიშით, შემცირებულია სამოქალაქო საზოგადოების, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის რეიტინგი. ყოველწლიურ ანგარიშს აფასებენ დეპუტატები.