ფრანგული დისკო-პოპ-ბენდი საქართველოში ჩამოდის.
15 აგვისტოს „ლიმპერატრისი“ „ბლექ სი არენის“ წინ მოწყობილ სცენაზე წარდგება. ეს არის 2012 წელს შექმნილი ჯგუფი, რომელიც ქართველი მსმენელისთვის ახალ ალბომში შესული სიმღერების გარდა ძველ ჰიტებსაც შეასრულებს.
„ლიმპერატრისი“ საქართველოში მსოფლიო ტურნეს ფარგლებში ეწვევა. პოპ-ბენდის მსმენელს ორგანიზატორები სიურპრიზსაც უმზადებენ. კონცერტის შემდეგ მუსიკოსთა პარკის სოციალურ სივრცეში „აფთერ ფართი“ გაიმართება.