მსოფლიო ტურნე - „ეთამაშე ჭადრაკის დედოფალს“

ნონა გაფრინდაშვილი აგრძელებს მსოფლიო ტურნეს – „ეთამაშე ჭადრაკის დედოფალს“. შეხვედრების სერიის ფარგლებში ის დღეს საქართველოს პირველ არხს სტუმრობს. მასთან თამაშის შესაძლებლობა არხის თანამშრომლებს და მათ შვილებს ჰქონდათ. ქართველი მოჭადრაკე, მსოფლიო ტურნეს ფარგლებში, რამდენიმე ქვეყანაში აპირებს გამგზავრებას და ჭადრაკის გულშემატკივრებთან შეხვედრებს. ტურნეს ფარგლებში ის უკვე იმყოფებოდა იტალიაში.