ნონა გაფრინდაშვილი საქართველოს პირველ არხს ესტუმრა

საქართველოს პირველი არხი დღეს მსოფლიო ჭადრაკის ლეგენდას, ნონა გაფრინდაშვილს მასპინძლობს. ის პირველი არხის თანამშრომლებს ჭადრაკს ეთამაშება. ლეგენდარული ქართველი მოჭადრაკე, მსოფლიო ტურნეს ფარგლებში, რამდენიმე ქვეყანაში აპირებს გამგზავრებას და ჭადრაკის გულშემატკივრებთან შეხვედრებს. ჩვენს თანამშრომლებს წინასაახალწლოდ სერიის ფარგლებში მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონთან და პირველ ქალ საერთაშორისო დიდოსტატთან ჭადრაკის თამაშის შესაძლებლობა მიეცათ.