კონცერტი „ბლექსი არენაზე“

„ბლექსი არენაზე“ სეზონი გაიხსნა – პანდემიური შეზღუდვების, 2019 წლის შემდეგ, ეს იყო პირველი საღამო. ქართველი მსმენელის წინაშე ცნობილი ფრანგული პოპ-ბენდი წარდგა. ცხრა წლის წინ დაარსებულმა „ლიმპერატრისმა“ „ბლექსი არენას“ ეზოში ცნობილ სიმღერებთან ერთად, ბოლო ალბომში შეტანილი კომპოზიციებიც შეასრულა.