ლენი კრავიცი თბილისში კონცერტს გამართავს

ლენი კრავიცი თბილისში მსოფლიო ტურნეს ფარგლებში კონცერტს გამართავს.

ლეგენდარული მუსიკოსი ქართველი მსმენელის წინაშე 31 მაისს წარსდგება. საღამო მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება. შესრულდება ცნობილი ჰიტები და სიმღერები მისი ბოლო ალბომიდან.

ბილეთების გაყიდვა „თიქეთ ჯი“-ზე ხვალიდან ეტაპობრივად დაიწყება.