The Chemical Brothers-ის კონცერტი რუსთავის საერთაშორისო მოტოპარკში

რუსთავის საერთაშორისო მოტოპარკში, 1-ელ სექტემბერს, ქართველი მსმენელის წინაშე ოთხი გრემის ჯილდოს მფლობელი, ბრიტანული დუეტი The Chemical Brothers წარდგება. დაგეგმილი ღონისძიების დეტალები მედიის წარმომადგენლებს, ორგანიზატორებმა პრესკონფერენციაზე გააცნეს. მუსიკალური ჯგუფი, რომელიც მაღალი ხარისხის საკონცერტო სეტებით არის ცნობილი, საქართველოში ბოლო მსოფლიო ტურნეს ფარგლებში ჩამოდის.

ღონისძიება საღამოს, 17:00 საათზე დაიწყება და მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება. ქემიქალ ბრაზერსის” მთავარ შოუმდე, სპეციალურად მოწყობილ სცენაზე ქართველი და უცხოელი დიჯეები უწყვეტ რეჟიმში დაუკრავენ.