ფოთში აგვისტოს ომში დაღუპულთა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა მემორიალი ყვავილებითა და გვირგვინებით შეამკეს ფოთშიც. დაბომბვის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა და 80-ზე მეტი დაიჭრა. დღესვე ფოთის საკათედრო ტაძარში მიტროპოლიტი გრიგოლი დაღუპულთა სულის მოსახსენებელ პანაშვიდს გადაიხდის. კოლხური კულტურის მუზეუმში კი გამოფენა „ოკუპაციიდან ოკუპაციამდე“ გაიმართება.