ავარიული საცხოვრებელი ფოთში

ფოთში, გორგასლის №5 მცხოვრებლები დახმარებას ითხოვენ.

მოქალაქეების განცხადებით, მათი სახლები სასწრაფოდ საჭიროებს გადახურვას და შეფუთვას. ამ პრობლემის მოგვარებას კი ისინი უკვე მრავალი წელია ითხოვენ, თუმცა დღემდე უშედეგოდ. ადგილობრივების თქმით, დაზიანებული სახურავის გამო, მათი სახლები იმდენად სველდება, რომ საფრთხე უკვე შეექმნა კორპუსების მდგრადობას. ისინი იმასაც აღნიშნავენ, რომ არსებული მდგომარეობა საფრთხეს უქმნის მათ ჯანმრთელობას. პრობლემის შესახებ ინფორმირებული არიან ადგილობრივ მუნიციპალიტეტში, სადაც ამბობენ, რომ საკითხს ეტაპობრივად გადაჭრიან.

თეა აბსარიძე და გოგა გახარია დეტალებით.