ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ფოტოკონკურსის „ბიომრავალფეროვნება ჩემს ობიექტივში” გამარჯვებულები დააჯილდოვა. პირველი ადგილი ნიკა მელიქიშვილს ერგო ფოტოკადრით „ირემი“. მეორე ადგილზე გავიდა პაატა ვარდანაშვილი, მესამე ადგილი კი, ნიკა ქერდიყოშვილმა მოიპოვა. სოციალური ქსელის რჩეული გახდა ქეთი ზარანდიას ნამუშევრით „კუმურდოს უგუმბათო ტაძარი“. ფოტოკონკურსის მიზანია, ველური ბუნების ფოტოგრაფიის პოპულარიზაციისა და წახალისების გზით, ბუნებრივი მემკვიდრეობის შესახებ საზოგადოების ინფორმირება და ცნობიერების ამაღლება. კონკურსში მონაწილეობა შეეძლოთ როგორც პროფესიონალ, ასევე მოყვარულ ფოტოგრაფებს.