რვა წლის შემდეგ პირველად, ცნობილი საერთაშორისო კომპანიის რეიტინგში საქართველოს პოზიციები გაუმჯობესდა.
„ფიტჩის“ საკრედიტო-მონაცემებში ჩვენს ქვეყანას „ბიბი მინუსის“ ნაცვლად „ბიბი“ პოზიცია ექნება.
სარეიტინგო-საკრედიტო სააგენტო გადაწყვეტილებას ქვეყნის ეკონომიკის ზრდის ტემპს და გაცვლითი კურსის სტაბილურობას უკავშირებს.
მთავრობის ეკონომიკური გუნდი ახალი რეიტინგით ქვეყნის მიმართ უცხოელი ინვესტორების ინტერესის ზრდას და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან კრედიტების აღების დროს საპროცენტო განაკვეთების შემცირებას ელოდება.