სავალუტო ფონდის მისია საქართველოში

სავალუტო ფონდის მისიამ საქართველოში მუშაობა დაასრულა. ფონდი ქვეყნის ეკონომიკური განვითარების პროცესს დადებითად აფასებს. მისიის ხელმძღვანელი, მერსედეს ვერა მარტინი აღნიშნავს, რომ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია განათლების რეფორმის განხორციელება, რომელმაც ეკონომიკის მდგრად განვითარებას უნდა შეუწყოს ხელი. მისიის ხელმძღვანელმა, ქვეყნის ხელისუფლებას ფიტჩის რეიტინგში დაწინაურებაც მიულოცა.

სავალუტო  ფონდის მისია საქართველოში ერთი კვირაა სამუშაო ვიზიტით იმყოფება. მორიგი ვიზიტი 2019 წლის მაისშია დაგემილი.