დაკავება ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტზე

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენებისა და კრედიტის უკანონოდ მიღების ფაქტზე, ბრალდებულის სახით, ოთხი პირი პასუხისგებაში მისცა.

გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულებმა აჭარის რეგიონში, სხვა პირებთან ერთად, დაამზადეს ყალბი საშემოსავლო დეკლარაციები და სახელფასო ცნობები, რომლებიც შემდგომში საბანკო დაწესებულებებში კრედიტის მისაღებად გამოიყენეს.