შალვა ნათელაშვილის განცხადება

შალვა ნათელაშვილი ქვეყანაში სოციალური მდგომარეობის გაუარესებაში მსხვილ ბიზნესს ადანაშაულებს. „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი აცხადებს, რომ ბანკმა მოქალაქეებს ძალიან მაღალი საპროცენტო განაკვეთი დაუნიშნა და ამან ქვეყნის გაღარიბება გამოიწვია.

ნათელაშვილის თქმით, მან წინასაარჩევნოდ „თიბისი ბანკს“ კრედიტისთვის მიმართა, თუმცა უარი მიიღო, რაც, მისივე განცხადებით, კანონმდებლობას ეწინააღმდეგება.