ფინანსთა სამინისტროს გაფრთხილება კომპანიებს

ფინანსთა სამინისტროს გაფრთხილება საგადასახადო დავალიანების მქონე სამაუწყებლო კომპანიებს.

უწყება ტელეკომპანიებს  მიმართავს, 2019 წლის პირველი ოქტომბრიდან დაგროვილი დავალიანების ძირი თანხა დაფარონ.  ამისთვის კი დრო მხოლოდ ერთი დღეა. სამინისტროს განცხადებაში წერია, რომ აქამდე არსებული დავალიანების რესტრუქტურიზაციაზე მოლაპარაკებები და შეთანხმების პროცესი ტელე-მაუწყებლებთან, გრძელდება.