მწვავე კითხვების ფონზე ჩაიარა ფინანსთა მინისტრის საპარლამენტო მოსმენამ.
როდის დაიწყებს ლარი გამყარებას, – ეს იყო დარბაზში ყველაზე მეტჯერ დასმული შეკითხვა. ვანო მაჭავარიანი ეროვნული ვალუტის გამყარებისთვის ერთ-ერთ პირობად პოლიტიკურ სტაბილურობას მიიჩნევს. მინისტრს დღეს რამდენიმე გახმაურებულ საქმეზეც მოუხდა განმარტებების გაკეთება – მათ შორის საგადასახდო დოკუმენტაციის გაყალბების გამო დაკავებული ყოფილი საჯარო მოხელეების და ბიზნესმენების საქმეზეც. დეპუტატები საბანკო რეგულაციებითაც დაინტერესდნენ. არ არის გამორიცხული, რომ უცხოურ ვალუტაში დაკრედიტების ლიმიტი უცვლელი დარჩეს.