ეროვნულ ბიბლიოთეკაში რეჟისორ ნინო ყოლანდარიას ფილმის – „ემიგრანტის გზა“ პრემიერა გაიმართა. სრულმეტრაჟიანი ნამუშევარი ევროპის ქვეყნებში მცხოვრები ქართველი ემიგრანტების ყოველდღიურ ცხოვრებას ასახავს. ნამუშევარი მეცნიერთა კონგრესის პროექტია, რომელიც გასული წლის ნოემბერში დაიწყო, როდესაც 18-კაციანი მეცნიერთა ჯგუფი ევროპის სამ ქვეყანაში იმყოფებოდა.