თამაზ ტყემალაძისადმი მიძღვნილი ალბომის პრეზენტაცია

21:35, 29.07.2024

„ქართული სული“ – ასე ჰქვია თამაზ ტყემალაძისადმი მიძღვნილ ალბომს, რომლის პრეზენტაცია ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართა. ცნობილი ქართველი მეცნიერი, პუბლიცისტი და ფილოლოგი ხელოვნების ფესტივალ „ქართული სულის“ ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი და ორგანიზატორი იყო. ალბომი ფესტივალის საარქივო მასალებს მოიცავს. პრეზენტაციას თამაზ ტყემალაძის ოჯახის წევრები, მეგობრები და კოლეგები ესწრებოდნენ. მათ პუბლიცისტის შემოქმედება კიდევ ერთხელ გაიხსენეს.

 

მსგავსი