ფერმერთა სათათბიროს შეხვედრა თბილისში

თბილისში ფერმერთა სათათბიროს გაფართოებული შეხვედრა მიმდინარეობს. მონაწილეობას 60 მუნიციპალიტეტიდან 120 ფერმერი ესწრება. კონფერენცია მიზნად ისახავს საქართველოს ფერმერთა ასოციაციის საკომუნიკაციო ქსელის მუნიციპალურ დონეზე გავრცელებას, რეგიონებში სოფლის მეურნეობის სექტორში არსებული პრობლემების გამოვლენისა და მათი დროულად აღმოფხვრის მიზნით, აქტივობების განხორციელებას.

ფერმერების თქმით, სოფლის მეურნეობაში ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად განათლება და ტექნოლოგიური განვითარება რჩება.