ფერმერების საპროტესტო აქციები ევროპაში

სულ უფრო მძიმე ფორმებს იღებს ფერმერების პროტესტი.

პოლონეთ-უკრაინის საზღვარზე მომხდარი დღევანდელი ინციდენტის გამო ვარშავაში ბოდიშის მოხდა მოუწიათ. აქციის მონაწილეებმა სატვირთო მანქანებიდან ლიეტუვაში გასაყიდად გაგზავნილი უკრაინული მარცვლეული გადმოყარეს. უკრაინის პროდუქციის იმპორტის შეზღუდვის მოთხოვნით რამდენიმე ქვეყანაში სასაზღვრო-გამშვები პუნქტები ისევ ბლოკირებულია. ფერმერებმა ტრაქტორებით ჩახერგეს მოძრაობა ევროპის ერთ-ერთი პორტის მიმდებარე ტერიტორიაზე. ანტვერპენის პორტი შეფერხებებით მუშაობს. უკრაინიდან ევროკავშირის ქვეყნებში სასურსათო პროდუქტების იმპორტის გამო არათანაბარი პირობები შეიქმნა, რადგან უკრაინულ პროდუქციაზე ევროკავშირის რეგულაციები არ ვრცელდება. ფერმერებს სხვა საკითხებიც აწუხებთ. აქციებზე, რომლებმაც ევროპის არაერთი ქვეყანა მოიცვა, გარემოსდაცვითი კანონმდებლობის გადახედვასაც ითხოვენ.