პოლონელი ფერმერების პროტესტი

პოლონეთის მთავრობაში აცხადებენ, რომ ფერმერების აქციაზე, შესაძლოა, რუსი აგენტები გამოჩნდნენ. ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს. როგორც პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში წერია, ფერმერების აქციების დროს გამოჩნდა ანტიუკრაინული ლოზუნგები, რომლის უკანაც, შესაძლოა, რუსეთის სადაზვერვო სამსახურის თანამშრომლები იდგნენ. დოკუმენტის თანახმად, მთავრობა ასევე ღრმა შეშფოთებას გამოხატავს იმის გამოც, რომ ფერმერთა საპროტესტო აქციებზე პუტინის განდიდების ბანერებიც გამოჩნდა.