გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფლების ანაგას, ვაქირისა და საქობოს მოსახლეობას სამინისტროს მიერ განხორციელებული პროექტების და მიღწეული შედეგების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. შეხვედრაზე მოსახლეობამ ხელისუფლების წარმომადგენლებს სოფელში არსებული პრობლემები და საჭიროებები გააცნო.
შეხვედრები სხვა მუნიციპალიტეტებშიც გაგრძელდება.