ადგილობრივი არჩევნები 2021

ამბროლაური ახალი მერის და პრობლემების მოგვარების მოლოდინში.

ვაგრძელებთ რეპორტაჟების ციკლს რეგიონებიდან. ამჯერად ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში არსებულ მდგომარეობას და იმ სირთულეებს გაჩვენებთ, რომლებსაც ადგილობრივები ყოველდღიურად აწყდებიან. საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, სასმელი და სარწყავი წლის პრობლემის მოგვარება, ტურიზმის ხელშეწყობა და განვითარება მთავარი წინასაარჩევნო მოთხოვნებია. მოსახლეობას ადგილზე წარმოებული პროდუქციის რეალიზაციაც უჭირს. ცალკე გამოწვევაა სოფლებში სამედიცინო პუნქტების არარსებობა, რის გამოც სხვადასხვა დასახლების მცხოვრებლებს რაიონულ ცენტრში უწევთ ჩასვლა.