დააზარალა თუ არა წამლებზე ზღვრული ფასების დაწესებამ ფარმაცევტული კომპანიები – ბაზარზე მსხვილი მოთამაშეები რეფორმის შედეგებს აფასებენ. მათ მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკა აჩვენებს, რომ კომპანიების ნაწილმა ფინანსური სირთულეები უკვე გადალახა, ზოგიერთის შემთხვევაში კი მოგება, პირიქით, გაზრდილია. არ გამართლდა ის პროგნოზიც, რომლის მიხედვით რეფერენტული ფასების ამოქმედება ბაზრიდან კომპანიების ნაწილის გასვლას გამოიწვევდა. ბოლო მონაცემებით, ზღვრული ფასები 7 000-მდე მედიკამენტზეა დაწესებული. გეგმის მიხედვით, ახალი რეგულაცია ეტაპობრივად ყველა წამალზე უნდა გავრცელდეს. თუმცა რამდენიმე თვეა, პროგრამა აღარ გაფართოებულა.