სტრასბურგში ვანო მერაბიშვილზე დაწერილი დასკვნის შინაარსი ცნობილია.
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მიერ მომზადებულ რვაპუნქტიან დოკუმენტს თბილისში სხვადასხავანაირად კითხულობენ. სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს საზედამხედველო ორგანოს დასკვნის მიხედვით, ხელისუფლებისთვის შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის გათავისუფლების მოთხოვნა მიზანშწონილი არ არის. თუმცა ამავე დოკუმენტში წერია, რომ დეპუტატებს საკნიდან ექს-მაღალჩინოსნის შესაძლო გაყვანის ფაქტზე და წინასწარი პატიმრობის გაგრძელებაზე გარკვეული კითხვები აქვთ.
მხარეთა პოზიციები გიორგი კობერიძემ მოისმინა.