გვარამია გაერო-ს მიმართავს

სტრასბურგიდან მიღებული უარის მიუხედავად, ნიკა გვარამია ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამართლებრივი დავის გაგრძელებას აანონსებს.

ტელეკომპანია „მთავარის“ დამფუძნებელი მის წინააღმდეგ 2022 წელს გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გასაჩივრებას ამჯერად გაერო-ს ადამიანის უფლებათა კომიტეტში აპირებს. სტრასბურგის გადაწყვეტილება, რომლითაც საქართველოდან გაგზავნილი საჩივარი განსახილველადაც კი არ მიიღეს, პრეზიდენტის მიერ შეწყალებული და პოლიტიკაში დაბრუნებული ნიკა გვარამიასთვის სანდო არ არის. პარტია „ახალის“ ერთ-ერთი ლიდერი ევროპულ სასამართლოს ჭეშმარიტების ერთადერთ ინსტანციად არ მიიჩნევს. საქმე, რომელსაც გვარამიას ასაჩივრებს, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ში მისი ხელმძღვანელობის პერიოდს ეხება. რატომ არ მიიღო სტრასბურგმა საქმე წარმოებაში – პროცედურული ხარვეზი თუ უფლებების დარღვევის ფაქტების არარსებობა – მიუხედავად იმისა, რომ ორი წლის წინ გამოტანილი განაჩენის რევიზია სტრასბურგმა საჭიროდ არ ჩათვალა, მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის ვერდიქტს პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს ოპოზიციაც.