ევრორეკომენდაციების შესრულების საკითხი ისევ პოლიტიკური დისკუსიის თემაა. შეძლებს თუ არა პოლიტიკური სპექტრი ერთობლივ მუშაობას – მთავრობის სამოქმედო გეგმას აკრიტიკებს ოპოზიცია, სადაც აცხადებენ, რომ ხელისუფლების მიერ შემუშავებული სტრატეგია არსებულ გამოწვევებს ვერ პასუხობს, თუმცა, პარალელურად, საჯარო განცხადებებში, სამუშაო პროცესში ჩასართავად მზადყოფნას გამოთქვამენ. თანამშრომლობისთვის კარი ღიაა, – აცხადებენ მმართველ გუნდში, მაგრამ იქვე ამბობენ, რომ ოპონენტების მხრიდან კონსტრუქციულობის იმედი არ აქვთ.