ფაშიზმზე გამარჯვების დღის – 9 მაისის ნაცვლად, 8-ში აღნიშვნის ინიციატივით გამოდის „ევროპული საქართველოც“. ამ თემაზე პარტიაში დღეს ბრიფინგი გაიმართა. ოპოზიციური პოლიტიკური ძალის წარმომადგენლები ამბობენ, რომ საქართველომ ეს დღე საბჭოთა კავშირში დამკვიდრებული ტრადიციის მიხედვით არ აღნიშნოს.